ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ ურთიერთობა მგზავრებსა და მძღოლებს შორის, დავეხმაროთ ადამიანებს საკუთარი მიზნების მიღწევაში.

2003 წლიდან ჩვენ ვქმნით ტაქსის გამოძახების ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მომსახურებას უფრო თანამედროვეს, მისაწვდომს და უსაფრთხოს ხდის. მეგაპოლისებისა და პროვინციული ქალაქების სპეციფიკის გათვალისწინებით ჩვენ ვაძლევთ მგზავრებს საშუალებას გამოიძახონ ტაქსი ნებისმიერი მათთვის მოსახერხებელი მეთოდით, ხოლო მძღოლებს - ძებნისა და მგზავრების გადაყვანის პროცესების ოპტიმიზაციის, ცარიელი გარბენისა და მოცდენის შემცირების საშუალებას.

კომპანიის ისტორია დაიწყო ურალის პატარა ქალაქ შადრინსკში ტაქსის გამოძახების პატარა სამსახურიდან. ჩვენი კომპანია დაარსეს კურგანელმა ახალგაზრდა ინჟინრებმა - ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების ავტომატიზაციის სპეციალისტებმა.

თავად დამფუძნებლები ისევე, როგორც მოწვეული მძღოლები, საკუთარი ავტომობილებით მუშაობდნენ ტაქსისტებად.

მათ უნდოდათ გაეკეთათ მუშაობა მაქსიმალურად ავტომატიზირებული და მასიური გაეხადათ ტაქსის სერვისი.

მუშაობის უწყვეტი სრულყოფის გზამ დამფუძნებლები შრომის განაწილებასთან მიიყვანა. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე: ერთმა ნაწილმა ააშენოს თანამედროვე კონტაქტ-ცენტრები და ასწავლოს ოპერატორებს, მეორემ - შეიმუშავოს პროგრამული უზრუნველყოფა და გასწიოს ტექნიკური მხარდაჭერა, მესამემ - მოიზიდოს მგზავრები და გადამყვანები, მეოთხე კი უნდა დაკავდეს გადაზიდვა-გადაყვანებით. ახლა მომსახურების გასაწევად ერთობლივად მუშაობენ ცოდნის სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთა გუნდები.

პირველ ექვს წელიწადში წესრიგდებოდა მუშაობა ოთხ ქალაქში, ჩამოყალიბდა ეფექტური ბიზნეს-პროცესები და შემუშავდა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტრადიციები, რომლებმაც განაპირობეს კომპანიის შემდგომი გაფართოება. ასე, 2009 წელს ჩვენ გავხსენით ქვედანაყოფები შვიდ ახალ ქალაქში ერთდროულად, 2010 წელს - ჩვიდმეტ ქალაქში, შემდეგ კი ტემპებმა მიაღწია წელიწადში 22 ქალაქს!

ჩვენ ვაძლიერებთ კონკურენციას თითოეულ ქალაქში, ვაძლევთ მძღოლებს სამუშაოს, ვიხდით გადასახადებს, ვმუშაობთ ხალხისა და ეკონომიკის სასარგებლოდ.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი მისწრაფებების და გამოცდილების წყალობით შემუშავებული იქნა მძლავრი პროგრამულ-აპარატული კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს სერვისის ფუნქციონირებას და იძლევა დეტალურ ანალიტიკას ბიზნესის მოქნილი მართვისთვის. ჩვენი მოთხოვნების საფუძველზე შემუშავებულია ოპერატორების პროფესიული სწავლების სისტემა. ამჟამად, ტელეფონით, ჩვენი საიტიდან და აპლიკაციიდან "მაქსიმი; ტაქსის გამოძახება" შემოსული შეკვეთების დიდ რაოდენობას იღებს რუსეთის ფედერაციაში უდიდესი კონტაქტ-ცენტრი, რომელიც სპეციალიზებულია მგზავრების გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შეკვეთების მიღებასა და დამუშავებაზე. ასევე ის ემსახურება მძღოლებს, რომლებიც მუშაობენ შეკვეთებთან აპლიკაციით «Taxsee driver».

2014 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მუშაობა რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ და გავხსენით ტაქსის გამოძახების სერვისის ქვედანაყოფები საქართველოში, უკრაინაში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში, ბულგარეთში. ჩვენ გავიზარდეთ და გავხდით საერთაშორისო მასშტაბის კომპანია.

ჩვენი მიზანია გავხდეთ გლობალური ბრენდი იმისათვის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში მოგზაურობისას ჩვენს კლიენტებს ყველგან ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ "მაქსიმის" სერვისის მომსახურებით.

ჩვენ მოხარული ვართ შევქმნათ ტექნოლოგიები და ბიზნესი მსოფლიოს ბაზრის ლიდერების დონეზე.

გამგზავრების დროა!